საქართველოს მთავრობის
განკარგულება №193 9
2012 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
2009 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასა და შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის დადებულ ურთიერთ გაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
1 . „საქართველოს მთავრობასა და შპს „ ბახვი ჰაიდრო პაუერს“ შორის 2009 წლის 14 მაისს დადებულ იურთიერთ გაგების მემორანდუმის პირობის შპს „ბახვი ჰაიდროპაუერის“ მიერ დარღვევასთან დაკავშირებით, ამავე მემორანდუმის 3.6.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერის“ მიერ წარდგენილი 2012 წლის 18 ივლისის №PE28996‑12 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის (1020000 აშშ დოლარი) სრული ოდენობით მოთხოვნა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ.
2 . ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის სახელით შესაბამისი ქმედებების განხორციელების (მათ შორის, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნაზე შესაბამის ბანკში წარსადგენ წერილზე ხელმოწერა) უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს კახაკალაძეს .
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი