საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1935
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1935

2012 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო­ ებრივი და საზოგა­ დოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუ­ დულ ვადებში შე­ უ­ ფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგ­რაფიულმა სამსახურმა სანავიგაციო რუკების შესაქმნელი პროგრამის შესწავლასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან .

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია