საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1933
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1933

2012 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვებ ის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათ­ლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითა­რე­ბის სააგენტომ, სსიპ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავ­ლო პროცესის ნორმალურ გარემოში წარმართვისა და სახელ­ მწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარ­ტივებული შესყიდვის საშუა­ლებით განახორციელოს გათბობის სისტემის მოწყობა‑რეაბი­ლიტა­ციისა და გაზიფიკაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები „საქარ­თველოს 20 12 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფე­როში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქ­ტუ­რის განვითარების სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან ( პრო­გ­რამული კოდი – 32 05 02).

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია