საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1931
2012 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ერთობლივი კონფლიქტისა და ტაქტიკური სიმულაციის შესახებ“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის თავდაცვის სფეროში გამოყოფილი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ
1 . „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად , მოწონებულ იქნეს „ერთობლივი კონფლიქტისა და ტაქტიკური სიმულაციის შესახებ“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის თავდაცვის სფეროში გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების ცვლილების პროექტი.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს „ერთობლივი კონფლიქტისა და ტაქტიკური სიმულაციის შესახებ“ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მთავრობისათვის თავდაცვის სფეროში გამოყოფილი გრანტის მიღება და განკარგვა .
3. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 9 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი