სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალის ცვლილების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1927
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-11-09
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალის ცვლილების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №19 2 7

2012 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალის ცვლილების შესახებ

1. სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მიზნით სს „ საპარტ­ნიორო ფონდის“ კაპიტალიდან ამოღებულ იქნეს ქ. თბილისში, რუსთა­ველის გამზ. №8‑ ში მდებარე 12 934 კვ.მ არასასოფლო‑სამეურნეო დანიშ­ნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 51 070 კვ.მ შენობა‑ნა­გე­ბობები №1 , №2, №3, №4, №5, №6, №7 ( საკადასტრო კოდი №01.15.05.049.001).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნის­ტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონ­მდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი ბ . ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია