„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017464) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.გ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
გ.გ.ა) საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა და აღნიშნული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ.გ.ბ) შესაბამის დაწესებულებებში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაცია და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალური (კადრების), საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების კონტროლის უზრუნველყოფა;
გ.გ.გ) ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;“.
|