საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში გაცემული სესხების გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების საფასურის გადახდის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
400
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში გაცემული სესხების გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების საფასურის გადახდის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №400

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში გაცემული სესხების გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების საფასურის გადახდის თაობაზე

1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში გაცემული სესხების გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების საფასურის გადახდა განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ (პროგრამული კოდი: 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

2. ამ განკარგულების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია