სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
392
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №392

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის მე‑2 არხის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვა სსიპ – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარის ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია