მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-03-17
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-26
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.109.016098
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
(ძალადაკარგულია - 26.02.2015, №7)

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2014 წლის 17 მარტი

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და  ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები, თანახმად  დანართისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის №11 დადგენილება (ვებგვერდი, 27/03/2013, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016080).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-15 დღისა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ გოროზია



მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი

მოსაკრებლების შემოღების შესახებ


მუხლი 1
  1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:

ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს 0.8 ლარი;

ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების  მშენებლობისათვის - 5 (ხუთი) ლარი;

გ) დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული მშენებლობა.

მუხლი 2
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა) ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარი თვეში, სამ და მეტსულიან ოჯახზე არა უმეტს 1,5 ლარისა;

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 10 (ათი) ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.

მუხლი 3
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 15 000 ლარი;

ბ) თითეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2000 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 30 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10 %;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1 500 ლარი;

ზ)თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 3000 ლარი;

თ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესის თანახმად.


კრებსითი — სრული ვერსია