„საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1903
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-10-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1903

2012 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

  „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია‑მოდერნიზაციის (მშენებლობის ) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია‑მოდერნიზაციის (მშენებლობის ) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთი“.

პრემიერ-მინისტრის ი . მერაბიშვილი

მოვალეობის შემსრულებელი

კრებსითი — სრული ვერსია