საქართველოს მთავრობის
განკარგულება №190 2
2012 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ – საქართველოს სათხილამურო ფედერაციისათვის მოძრავი ნივთების თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ
1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36- ე მუხლის მე- 2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომ თავის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთები უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცეს ა(ა)იპ – საქართველოს სათხილამურო ფედერაციას, დანართის შესაბამისად.
2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
|
მოვალეობის შემსრულებელი ი . მერაბიშვილი