„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1364 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1886
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-10-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1364 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1886

2012 წლის 1 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1364 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1364 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2011 წლის 15 მარტს საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კანადურ ავიაკომპანია „ კენ ბორეკ ეარსა“ და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ასანაზღაურებელი თანხების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 2 473 773 (ორი მილიონ ოთხას

სამოცდაცამეტი ათას შვიდას სამოცდაცამეტი) ლარი შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის“ გადასაცემად.“.

პრემიერ-მინისტრის ი. მერაბიშვილი

მოვალეობის შემსრულებელი                                    

კრებსითი — სრული ვერსია