საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
406
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-12
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016781
საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 406

 2014 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

 „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის N126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ა/რ მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი „საქართველოში ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული სოფლის მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო ადგილებზე განსახლებისა და ინტეგრირების ხელშეწყობა“.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია