ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
405
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-12
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016780
ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 405

 2014 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია ამ განკარგულების დანართში მითითებული ზოგიერთი სოფლის ელექტრიფიცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული, სოფლების ელექტრიფიცირებასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.

3. სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ამ განკარგულების დანართში მითითებული სოფლების ელექტრიფიცირების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ სათანადო ქმედებები.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი

დანართი

 

№

რეგიონი

მუნიციპალიტეტი

სოფელი

აბონენტთა რაოდენობა

მუდმივი

მცხოვრები

სეზონური

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

1

კახეთი

გურჯაანი

ჭერემი

15

20

2

მცხეთა - მთიანეთი

დუშეთი

კაწალხევი

9

12

3

ქვემო ქართლი

დმანისი

სოგუთლო

5

13

4

შიდა ქართლი

კასპი

ცხავერი

10

25

5

შიდა ქართლი

ქარელი

ოქროსოფელი

3

14

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია