საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 409
2014 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ღსს „აზერიოლსერვისს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმებების პროექტების მოწონების თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის № 139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ღსს „აზერიოლსერვისს“ შორის გასაფორმებელი 2009 წლის 9 დეკემბრის № 85, 2011 წლის 15 ივლისის № 87 და № 88, 2011 წლის 29 სექტემბრის № 136 და 2011 წლის 13 დეკემბრის № 182 ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებების პროექტები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი