საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 428
2014 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
ნ. ხადურისათვის შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გასაფორმებელ შეთანხმებას „ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის 2014 წელს სახელმწიფო ობლიგაციებზე კუპონის განაკვეთების დადგენის შესახებ“.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი