„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
423
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016804
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 4 2 3

2014 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №110 7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №110 7 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2013 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული რეგიონალური განვითარების პროექტი I (კახეთი) (მსოფლიო ბანკი) ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 06) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 201 4 წელს - „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონალური განვითარების პროექტი I (კახეთი) (მსოფლიო ბანკი) ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 05) განსაზღვრული ასიგნებებიდან;“.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია