საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) წამახალისებელი გათამაშების, ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – 6000 ლარი;
ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – 8000 ლარი;
გ) ტოტალიზატორის მოწყობა – 12000 ლარი;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4249–რს