საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25 ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1870
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25 ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1870

2012 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

 „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 20 ერთეულით.

პრემიერ-მინისტრი      ი . მერაბიშვილი

                                    

კრებსითი — სრული ვერსია