საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1805
2012 წლის 2 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საკომუნიკაციო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩ ატარების მიზნით, მიეცეთ უფლება შემსყიდველ ორგანიზაციებს, რომ საკომუნიკაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუ ეს მომსახურება მოიცავს:
ა) ქვეკავშირებს შემსყიდველ ორგანიზაციებსა ან/ და მათ ტერიტორიულ ერთეულებს შორის;
ბ) შიდა კავშირებს (VPN, სიმეტრიული ან/და ასიმეტრიული არხები);
გ) გარე კავშირს (გლობალური ან/და ლოკალური ინტერნეტი);
დ) ინტერნეტ ტელეფონს (VoIP).
2. ამ განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ წელს.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი