არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
367
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №367

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაციის“ პროგრამით (პროგრამული კოდი – 37 01 06) გამოყოფილი ასიგნებებიდან სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გაცნობა‑დათვალიერებისა და ექსტენციის სადგურებში ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების შესახებ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდების მიზნით უზრუნველყოს 1 545 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდახუთი ათასი) ლარის გადარიცხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ ასიგნებებში ცვლილებების განხორციელება.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გაცნობა-დათვალიერებისა და ექსტენციის სადგურებში ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების შესახებ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია