საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სს „ნოვო ნორდისკ A/S“-ს შორის გასაფორმებელი „ქველმოქმედების შესახებ“ ხელშეკრულების მოწონების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
356
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სს „ნოვო ნორდისკ A/S“-ს შორის გასაფორმებელი „ქველმოქმედების შესახებ“ ხელშეკრულების მოწონების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №356

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სს „ნოვო ნორდისკ A/S“-ს შორის გასაფორმებელი „ქველმოქმედების შესახებ“ ხელშეკრულების მოწონების თაობაზე

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სს „ნოვო ნორდისკ A/S“-ს შორის საქართველოში დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის ინსულინის საინიექციო საშუალებების ჩუქების თაობაზე გასაფორმებელი „ქველმოქმედების შესახებ“ ხელშეკრულების პროექტი.

პრემიერ‑მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია