ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
75
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 75

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108‑ე მუხლისა და 309-ე მუხლის მე‑ 14 ნაწილის შესაბამისად, მიეცეთ თანხმობა:

ა) შპს „ ენგურჰესს“ , აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ( მოხმარებული) და გაუნაღდებელი ელექტროენერგიის საფასურის, 2010 წელს – 1 195 517 651.7 კვტ.სთ, ღირებულებით – 14 190 794.5 ლარის და 2011 წელს – 1 366 255 821.0 კვტ.სთ, ღირებულებით – 16 217 101.0 ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის, ჩამოწერაზე;

ბ) შპს „ ვარდნილჰესების კასკადს“ , აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ( მოხმარებული) და გაუნაღდებელი ელექტროენერგიის საფასურის, 2010 წელს – 205 725 654.0 კვტ.სთ, ღირებულებით – 2 406 990 ლარის და 2011 წელს – 278 203 050.0 კვტ.სთ, ღირებულებით – 3 254 976.0 ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის, ჩამოწერაზე.

2. შპს „ ენგურჰესმა“ და შპს „ ვარდნილჰესების კასკადმა“ უზრუნველყონ კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და შესაბამის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „ ენგურჰესისა“ და შპს „ ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2010 და 2011 წლებში განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით განახორციელოს შესაბამისი ქმედებები .

პრემიერ-მინისტრი                                ნ. გილაური

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია