საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 40
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა 2012 წლის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური