საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 35

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ათვის– ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრისათვის „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ  – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრზე არ გავრცელდეს „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:

ა)ცენტრის დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არა უმეტეს 3 290 ლარით;

ბ)ცენტრში შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არა უმეტეს 1 931 ლარით;

გ)საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს არა უმეტეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 28%-ის ოდენობით.

2.განკარგულება ძალაშია  2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                           ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია