„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებით (სსმ III, 17.12.2010, №165 მუხ. 2374) დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფად გამოსაყენებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების და/ან სასესხო აქტივების ფინანსური გირაოს თითოეული ხელშეკრულებისა და თითოეული საერთაშორისო საბანკო გარანტიის მიხედვით, ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში ქმნის არამიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ანალოგიურ ტექნიკურ საშუალებას, რომლის ღირებულება შეესაბამება ფინანსური გირაოს ხელშეკრულებისა და საერთაშორისო საბანკო გარანტიის თანხას ლარებში.”.
|