„ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის 5 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მერის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2014-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-13
სარეგისტრაციო კოდი
010270000.52.101.016109
„ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის 5 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

 ქ. თბილისის მერის

ბრძანება №5

2014 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის 5 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის 5 ივლისის №33 ბრძანებით (ვებგვერდი, 08/07/2013; სარეგისტრაციო კოდი 010270000.52.101.016100) დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა რიგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შევიდეს ცვლილება და 221 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქ. თბილისის ვაკის რაიონის სოციალურ საკითხთა განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო-ტექნიკური;

ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა;

გ) საქართველოს კონსტიტუციის; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის; „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის; „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილების ცოდნა;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Windows 7; Microsoft Office Word, Internet Explorer);

ე) უცხო ენის (ინგლისური, რუსული) ცოდნა;

ვ) სამუშაო გამოცდილება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

ზ) დამატებითი მოთხოვნები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი.“.

მუხლი 2
 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) სევდია უგრეხელიძე

კრებსითი — სრული ვერსია