„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2048-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-03-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-17
სარეგისტრაციო კოდი
010170000.05.001.017359
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.016513) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მზრუნველობის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვანი – უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოში შემოვიდა მარტო, კანონიერი ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე და რომელიც განცხადების შეტანის დროისთვის არ სარგებლობს მეურვეობით/მზრუნველობით, ან არასრულწლოვანი, რომელიც საქართველოში შემოსვლის შემდეგ აღმოჩნდა კანონიერი ან მასზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე;“.

    2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ, მიჩნეული უნდა იქნეს აგრეთვე ლტოლვილის სტატუსის მქონე პირად ამ კანონის შესაბამისად, თუ მან მოიპოვა საქართველოში არანაკლებ 2 წლით ცხოვრების ნებართვა.“.

     3. მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცნობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემას ან განცხადების არსებითად განხილვაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების გადაცემას;“.

     4. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1 წლის ვადით გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა.“.

     5. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. პირისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება, აგრეთვე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა იწვევს მასზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაუქმებას.“.

     6. მე-17 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკითხი გადაწყდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

    7. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

   8. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

    9. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწყებს არარეგისტრირებული თავშესაფრის მაძიებლის ან იმ პირის გაძევების პროცედურას, რომელსაც შეუწყდა ან გაუუქმდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.“.

    10. 26-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 მარტი 2014 წ.

N2048-IIს

კრებსითი — სრული ვერსია