„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 04.06.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.016753) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;“; გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ემიგრაციის ნებართვის გაცემა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. |
ქუთაისი, 5 მარტი 2014 წ. N2053-IIს |