„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 ივნისის №68/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 14/06/2013, ს/კ: 430090000.22.022.016587) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“-ს პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.“.
|