„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2092-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-12
სარეგისტრაციო კოდი
450140000.05.001.017344
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე პუნქტი:  

  „30. მაუწყებელს, რომლის საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე ეწურება, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით უგრძელდება ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლამდე – 2015 წლის 17 ივნისამდე, კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს, აგრეთვე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის  საწყის ოდენობას ლიცენზიის მოქმედების ვადის პირდაპირპროპორციულად.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 მარტი 2014 წ.

N2092-IIს

კრებსითი — სრული ვერსია