„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის №183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-21/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-28
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016252
„პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის №183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-21/ნ

2014 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

,,პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის №183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 25 ივნისის №183/ნ ბრძანებით (სსმ III, 28.06.2010 №75 მუხ.1100) დამტკიცებული დანართის (,,პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი“ და იმუნიზაციის მართვის წესები) IV თავს დაემატოს 141 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 141. აცრების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული რეგისტრაცია და ანგარიშგება

ამცრელ ერთეულებს ევალებათ აწარმოონ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები ბენეფიციარების და მათთვის ჩატარებული აცრების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული რეგისტრაცია ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის (www.ehealth.moh.gov.ge)  ,,იმუნიზაციისა და მარაგების მართვის მოდულში“ ამავე მოდულში მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

კრებსითი — სრული ვერსია