საქართველოს მთავრობის
განკარგულება №3 76
2014 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A.Ş-ს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A.Ş-ს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A.Ş-ს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე .
2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად , შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა , კახა კალაძემ .
3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად, გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს .
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი