„საქართველოში საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტის“ დამატებითი დაფინანსების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
374
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016745
„საქართველოში საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტის“ დამატებითი დაფინანსების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №3 74

2014 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოში საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტის“ დამატებითი დაფინანსების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ,,მცხეთის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის“ გაუქმებისა და „საქართველოში საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტის“ დამატებითი დაფინანსების შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აწარმოოს კონსულტაციები მსოფლიო ბანკთან „საქართველოში საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტის“ დამატებითი დაფინანსების თაობაზე.

პრემიერ-მინისტრი              ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია