სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
354
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-04
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016716
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №354

2014 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა)  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლის კვარ ცხლ ბეკის, მისასვლელი კიბეების რე კ ონსტრუქცი ისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობ ის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “  საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულები ს ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით განხორციელ ება.

პრემიერ-მინისტრი                                                                ი .  ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია