საქართველოს მთავრობის
განკარგულება №341
2014 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 დეკემბრის № 1129 განკარგულები თ განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „ სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ 2013 წლის 6 სექტემბრის ( № 1037- Iს) საქართველოს კანონის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 დეკემბრის № 1129 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობები, კერძოდ , გაუქმებულ იქნეს განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობა.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი