„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
211
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-10
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017831
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2014 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დად­გენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემ­დეგი შინაარსის  „ქ“-„ძ“ ქვეპუნქტები:

„ქ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელ­ტა“;

ღ) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;

ყ) ინსტიტუტი „ოპტიკა‘‘;

შ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;

ჩ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;

ც) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ­სტიტუტი;

ძ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია