გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებული,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-14
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.016165
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებული,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2014 წლის 7 მარტი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებულ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“  მე–6 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ)კონტროლი მშენებარე საცხოვრებელ, კომერციულ და არაკომერციულ შენობა ნაგებობების წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან  შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან  დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციული სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე“

2.  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითმმართველობის დაკვეთით წარმოებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გაფორმებულ ყველა სახის  არქიტექტურულ-სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე. კერძოდ: შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების მხოლოდ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მოცულობის ინსპექტირება- კონტროლი“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ ხანახმედ გარიბოვი

კრებსითი — სრული ვერსია