„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 010190030.15.008.016019) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. რეგლამენტის მე-2 მუხლის „ჭ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმას, ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას და სამოქმედო გეგმის შემუშავების, დამტკიცების, კორექტირებისა და შესრულების წესს.”.
2. რეგლამენტის გარდამავალ დებულებას დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„4. ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით (კომისიასთან შეთანხმების შედეგად), საჭიროებისამებრ, შესაძლებელია ცესკოს გასვლითი სხდომის გამართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 2014 წლის მარტის თვის განმავლობაში.”.
|