საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1771
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW, მაინის ფრანკფურტი ) და საქართველოს ( წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი , „ მიმღები “) შორის პროექტის „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის თანმდევი ღონისძიებები“ დაფინანსების მიზნით 2008 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული დაფინანსების ხელშეკრულების „ დამატებითი დაფინანსების ხელშეკრულების “ დადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ
1 . მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (K FW, მაინის ფრანკფურტი ) და საქართველოს ( წარმოდგენილ ი ფინანსთა სამინისტროთი , „მიმღები“ ) შორის პროექტის „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის თანმდევი ღონისძიებები“ დაფინანსების მიზნით 2008 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული დაფინანსების ხელშეკრულების „ დამატებითი დაფინანსების ხელშეკრულების “ დადების თაობაზე .
2 . ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა , რათა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ( KFW , მაინის ფრანკფურტი ) და საქართველოს ( წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი , „ მიმღები “) შორის პროექტის „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის II ფაზის თანმდევი ღონისძიებები“ დაფინანსების მიზნით 2008 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული დაფინანსების ხელშეკრულების „ დამატებითი დაფინანსების ხელშეკრულებით “ გამოყოფილი გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო .
პრემიერ - მინისტრი ნ . გილაური