საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის 32-ე და 33-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. 24-ე მუხლის:
ა) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა.“;
ბ) 35-ე და 36-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4233–რს