|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ივლისის №29 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილებას მიენიჭოს უფლებამოსილება, შეადგინოს ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე და 27-ე პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე“. |
| მუხლი 2 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 ივლისის №29 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი იურიდიული პირი ადმინისტრაციულ სამართალადარღვევათა ოქმს ადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის განყოფილება (შემდგომში – სამართალსუბიექტი).“ ; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამართალსუბიექტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 22-ე და 27-ე პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|