„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სარეგისტრაციო კოდი: 310.150.000.22.034.009.916) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის 183 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„183. სპეციალისტი – სააგენტოს საექსპერტო და ბალისტიკური შემოწმების სამმართველოს საექსპერტო შემოწმების განყოფილების თანამშრომელი. სპეციალისტად აგრეთვე ჩაითვლება პირი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების უფლებამოსილება დელეგირებული აქვს სააგენტოს დირექტორის მიერ.“.
|