„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
100-უ.ს.გ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2014-03-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-20
სარეგისტრაციო კოდი
010320040.31.056.016041
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება
 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების  შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის   უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 14 ნოემბრის №81 დადგენილებით  (საქართველოს  საკანონმდებლო  მაცნეს  ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 19.11.2013, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010320040.31.056.016038) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. წამყვანი  სპეციალისტი

1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა.“.

2. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. უფროსი  სპეციალისტი

1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა.“.

3. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. უფროსი სპეციალისტი

1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა.“.

4. 37-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. საორგანიზაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტი“.

5.  49-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 49. საკადრო საკითხთა განყოფილების მთავარი  სპეციალისტი

1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2  წლის სტაჟი.

2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცოდნა.

3.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა” .

6.  მე-60 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 60. სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი  სპეციალისტი“.

7. 64-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 65-ე მუხლი:

„მუხლი 65. ბუღალტერიის უფროსი სპეციალისტი

1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

2. საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის (დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით) ცოდნა.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

20 მარტი 2014 წ.

N100-უ.ს.გ.ს.

კრებსითი — სრული ვერსია