შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge 010.250.020.35.115.000271) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა). დაბა ლენტეხის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ლექსურა, ბაბილი, გულიდა, კახურა, მაცხვარლამეზური, მელურა, ყარიში, ლასკადურა).“.
,,ე). ჩოლურის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: თეკალი, დურაში, მამი, მუწდი, საყდარი, ტვიბი, ფანაგა, შტვილი, ლეუშერი, ჭველიერი, ჭველფი, ბულეში).“.
„ზ). ჩიხარეშის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ჩიხარეში, ახალშენი, მარგვიში, მახაში, მელე, ნაცული, შკედი, ღობი, ბენიერი, ლაშხარაში).“.
|