შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლების გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №21 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„5. ქონების მეპატრონე ვალდებულია სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია გამოაქვეყნოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული ვადების დაცვით ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“.
|