საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1515
2010 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის № 408 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის № 288 დადგენილების გათვალისწინებით „ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის № 408 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამავე განკარგულების დანართის აბზაცი „საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ;
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ;
სსიპ – ლ . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ;
სსიპ _ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო .“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური