საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 147 7
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ
ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს „ სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის № 1–1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, დანართით წარმოდგენილი საწყისი ფასის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
| ლოტის № | რეგიონი | სატყეო უბანი | ყოფილი სატყეო | კვარტალები | მთლიანი ფართობი ( ჰა ) | მ . შ . ტყით დაფარული ფართობი ( ჰა ) | ჯიში | ყოველწლიურად ასათვისებელი პროგნოზული ლიკვიდური მარაგი ( მ3 ) | საწყისი ფასი
| ||
| სულ | მასალა | შეშა | |||||||||
| 1 | შიდა ქართლი | გორი - ცხინვალი - ყორნისი- ჯავის | ბოშურის | 1 , 5 , 6 | 475 | 341 | წიწვოვანი ( ნაძვი , სოჭი ) | 220 | 170 | 50 | 32 000 |
| ფოთლოვანი ( წიფელი ) | 30 | 10 | 20 | ||||||||
| 2 | შიდა ქართლი | გორი - ცხინვალი - ყორნისი- ჯავის | ორმოცის | 22 , 23 , 28 | 548 | 462 | წიწვოვანი ( ნაძვი , სოჭი ) | 250 | 180 | 70 | 30 000 |
| 3 | შიდა ქართლი | გორი - ცხინვალი - ყორნისი- ჯავის | ატენის | 37 , 38 , 39 | 597 | 563 | წიწვოვანი ( ნაძვი , სოჭი , ფიჭვი ) | 280 | 210 | 70 | 32 000 |