„სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №97 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1464
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №97 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1464

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის № 97 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის № 288 დადგენილების გათვალისწინებით, „ სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის № 97 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, „ საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „ პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის“ „ ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი სოფლად“ (ორგანიზაციული კოდი – 35 11 02 13 01) დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში ამ კომპონენტის შემსყიდველის მიერ ამ კომპონენტით განსაზღვრული სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“ .

პრემიერ-მინისტრი                     ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია