ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე „წაბლის ქერქის კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1423
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-11-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე „წაბლის ქერქის კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1423

2010 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე  „ წაბლის  ქერქის  კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული „ ზესტაფონის რაიონის სახელმწიფო ტყის ფონდის 5825 ჰა-ზე წაბლნარი კორომების სატყეო- პათოლოგიური მდგომარეობის შესწავლა, დაავადების ხარისხის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის ერთობლივი დასკვნა.

2. მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე „ წაბლის ქერქის კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით შპს „ დე ენდ ვესთან“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს მეშვეობით გააფორმოს ხელშეკრულება 7 წლის ვადით.

3. შპს „ დე ენდ ვე“ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანოს საკომპენსაციო თანხები შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) 300 000 (სამასი ათასი) ლარი – 2010 წლის 31 დეკემბრამდე;

ბ) 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი – 2011 წლის 30 ივნისამდე;

გ) 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი – 2011 წლის 31 დეკემბრამდე.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 ოქტომბრის № 697 განკარგულება „ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე  „ წაბლის  ქერქის  კიბოთი“ დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით შპს „ დე ენდ ვესა“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ .

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია